---
title: "მუხლი 21². ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების  — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-2"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "21^2"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21². ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების  — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 21² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-2

1. სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) და საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება – სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, აგრეთვე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/21-3.md
