---
title: "მუხლი 35. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/35"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "35"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/35

1. საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი.

2. საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლება, დააფუძნოს საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდეს პროფესიული კავშირების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/36.md
