---
title: "მუხლი 49. საქართველოდან გასვლაზე უარის თქმა — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/49"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "49"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. საქართველოდან გასვლაზე უარის თქმა — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/49

უცხოელს საქართველოდან გასვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ა) თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მას ეზღუდება საქართველოდან გასვლა;
ბ) თუ იგი მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან სასჯელისაგან გათავისუფლებამდე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი თავს არიდებს საქართველოს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას – მოვალეობის შესრულებამდე;
დ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/49-1.md
