---
title: "მუხლი 52¹. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/52-1"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "52^1"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52¹. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 52¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/52-1

1. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ/უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 1 22 და 21 12 6 მუხლებით დადგენილი წესებით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/53.md
