---
title: "მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/55"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "55"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/55

1. უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით:
ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში;
ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში;
გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლების გარეშე იმყოფება;
დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას;
ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება;
ვ) თუ იქმნება არასრულწლოვანის თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და მის მიერ განათლების მიღების შეფერხების საშიშროება.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო.

4. უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/54-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/56.md
