---
title: "მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/57"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "57"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/57

1. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება.
[ 1. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება მისთვის განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან თავშესაფრის მაძიებელია ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი გარემოების/საფუძვლის აღმოფხვრამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო პერიოდულად შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. ამ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება განახლდება.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/56-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/57-1.md
