---
title: "მუხლი 64¹. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/64-1"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "64^1"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64¹. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 64¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/64-1

1. დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი მოთავსდება დროებითი მოთავსების იზოლატორში. დროებითი მოთავსების იზოლატორში უცხოელის მოთავსების ვადა 60 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

2. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს დროებითი მოთავსების იზოლატორის შინაგანაწესით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

3. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ უცხოელთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრება და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისთვის სხვა საჭირო პროცედურები ტარდება დროებითი მოთავსების იზოლატორში.
[ 4. თუ უცხოელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ დატოვებს საქართველოს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გათვალისწინებით, უცხოელი გადაყვანილი იქნება დროებითი განთავსების ცენტრში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/64-2.md
