---
title: "მუხლი 66. დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/66"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "66"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/66

1. დაკავებული უცხოელი განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დროებითი განთავსების ცენტრში.

2. დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა;
ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა;
გ) დროებითი განთავსების ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა;
დ) არასრულწლოვნის უფლებების დაცვა;
ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება.
თავი XI 1
იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/66-1.md
