---
title: "მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/2"
law: "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 22828"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/2

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა, არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7026-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/3.md
