---
title: "მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/3"
law: "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 22828"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/3

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების  ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე).

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი). საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1825 – ვებგვერდი, 03.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/4.md
