---
title: "მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/4"
law: "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 22828"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
newer_consolidation_published: true
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები — სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> matsne has published a newer consolidation of this law than the one shown here.
> Cite as: სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/4

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია: ა) სამორინეს მაგიდ ა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატ ი ; ბ) ( ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453) გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; დ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები; ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22828-satamasho-biznesis-mosakreblis-shesakheb/5.md
