---
title: "მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
url: "https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/1"
law: ",,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
article: "1"
identifier: "matsne 2296"
adopted: "2005-08-11"
consolidated_as_of: "2006-03-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

> Text consolidated as of 2006-03-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 1 (consolidated as of 2006-03-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/1

1. დებულება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესის შესახებ შემუშავებულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე და ამ კანონის შესაბამისად.

2. დებულების მიზანია „წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ამ სფეროში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების (შემდგომში – ნებართვები) გაცემის წესისა და პირობების დადგენა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/2.md
