---
title: "მუხლი 3. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
url: "https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/3"
law: ",,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
article: "3"
identifier: "matsne 2296"
adopted: "2005-08-11"
consolidated_as_of: "2006-03-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

> Text consolidated as of 2006-03-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 3 (consolidated as of 2006-03-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/3

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად: ა.ა) საწარმოს წესდების ასლი; ა.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე); ა.გ) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე ტექნიკურ- ეკონომიკური დახასიათება; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად: ბ.ა) საწარმოს წესდების ასლი; ბ.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე). საქართველოს მთავრობის  2006 წლის 12 მარტის დადგენილება №62-სსმIII, №35, 17.03.2006წ., მუხ.428

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/4.md
