---
title: "მუხლი 6. სანებართვო პირობები — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
url: "https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/6"
law: ",,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
article: "6"
identifier: "matsne 2296"
adopted: "2005-08-11"
consolidated_as_of: "2006-03-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სანებართვო პირობები — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

> Text consolidated as of 2006-03-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 6 (consolidated as of 2006-03-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/6

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სანებართვო პირობების გარდა, მაძიებელს დამატებით სანებართვო პირობად შეიძლება განესაზღვროს შემდეგი ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად: ა.ა) განმარტებითი ბარათი წყალსარგებლობის სახეობაზე და პარამეტრები; ა.ბ) საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენის სისტემის დატანით; ა.გ) საწარმოს ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული რუკა წყლის აღების წერტილების დატა-ნით; ა.დ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად: ა.ა) საწარმოს ჩამდინარე წყლებთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივები, რომლებიც დამტკიცებულია სამინისტროს მიერ; ა.ბ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/7.md
