---
title: "მუხლი 9. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
url: "https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/9"
law: ",,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”"
article: "9"
identifier: "matsne 2296"
adopted: "2005-08-11"
consolidated_as_of: "2006-03-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა — ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

> Text consolidated as of 2006-03-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 9 (consolidated as of 2006-03-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/9

1. ნებართვის ამოქმედების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული ნებართვების მოქმედების ვადები: ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა გაიცემა: ა.ა) უვადოდ – მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო ცენტრალიზებული წყალმომარაგებისათვის; ა.ბ) მოკლევადიანი ნებართვა – 5 წლამდე ვადით; ა.გ) გრძელვადიანი ნებართვა – 25 წლამდე ვადით; ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა გაიცემა 5 წლამდე ვადით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2296-zedapiruli-wqlis-obiektidan-wqalaghebisa-da-zedapiruli-wqlis-obiektshi/10.md
