---
title: "მუხლი 10. კომისიის სტრუქტურა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/10"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. კომისიის სტრუქტურა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/10

1. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე, რომლებსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარედ უნდა აირჩეს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.

2. კომისიის თავმჯდომარე და მოადგილეები უნდა წარმოადგენდნენ სხვადასხვა მხარის მიერ დასახელებულ კანდიდატებს.

3. კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილეების როტაცია ხდება 3 წელიწადში ერთხელ. ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი პირი არ შეიძლება თავმჯდომარედ დაინიშნოს 2 ვადით.

4. კომისიის შემადგენლობაში იქმნება 3 კომიტეტი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში იქმნება 2 კომიტეტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/11.md
