---
title: "მუხლი 12. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/12"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/12

1. კომისიის წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) პირადი განცხადება; ბ) 3 თვეზე მეტი ვადით ან არასაპატიო მიზეზით 20 სამუშაო დღის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა; გ) სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა; დ) კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან საქმიანობა; ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ზ) გარდაცვალება.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ–დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია წყვეტს კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ხოლო სხვა შემთხვევებში ცნობად იღებს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობას. ამ დროს წყდება კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა.

3. კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის შევსება ხდება ამ კანონის მე9 მუხლით დადგენილი წესით, მხარეებს შორის პარიტეტის პრინციპის დაცვით, ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს 1 თვისა. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3351 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/13.md
