---
title: "მუხლი 13. კომისიის თავმჯდომარე — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/13"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. კომისიის თავმჯდომარე — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/13

1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის სხდომას; ბ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებას; გ) პასუხისმგებელია კომისიის ანგარიშზე არსებული სახსრების განკარგვისათვის; დ) კონკურსის საფუძველზე ნიშნავს კომისიის მდივანსა და სხვა თანამშრომლებს, გარდა ტექნიკური და დამხმარე მოსამსახურეებისა; ე) ახორციელებს კომისიის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისივე დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/14.md
