---
title: "მუხლი 14. კომისიის ბიურო. კომისიის მდივანი — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/14"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კომისიის ბიურო. კომისიის მდივანი — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/14

კომისიის ბიუროს უფლება-მოვალეობებია: ა) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) დაინტერესებული პირებისათვის დახმარების გაწევა საჩივრების სათანადოდ მომზადებაში; გ) კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის დავალებით სხვა მოვალეობების შესრულება.

2. კომისიის ბიუროს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის წესდებით.

3. კომისიის მდივანი: ა) ადგენს კომისიის სხდომების ოქმებსა და სხვა საბუთებს; ბ)ზედამხედველობს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას; გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში აცნობებს კომისიას; გ) არის კომისიის ბიუროს ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია კომისიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებისათვის; დ) ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის ტექნიკურ და დამხმარე მოსამსახურეებს; ე) ასრულებს კომისიის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

4. კომისიის მდივანს უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5. კომისიის მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/15.md
