---
title: "მუხლი 15. კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/15"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/15

1. კომისია, მისი წევრი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესებისაგან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. მათ საქმიანობაზე ზემოქმედება ან ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.

2. კომისიის წევრები მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში ამ კანონის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად და შინაგანი რწმენით.

3. კომისიის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/16.md
