---
title: "მუხლი 17. კომისიისა და მისი კომიტეტის სამართლებრივი აქტები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/17"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. კომისიისა და მისი კომიტეტის სამართლებრივი აქტები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/17

1. კომისია და მისი კომიტეტი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შემდეგ სამართლებრივ აქტებს: კომისიის გადაწყვეტილებას, მისი კომიტეტის გადაწყვეტილებასა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას.

2. კომისიის გადაწყვეტილება, მისი კომიტეტის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. კომისიისა და მისი კომიტეტის სამართლებრივი აქტები მიიღება მათ სხდომებზე.

4. კომისია იღებს კომისიის წესდებას.

5. კომისიის თავმჯდომარე ბრძანებებს გამოსცემს ამ კანონითა და კომისიის წესდებით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/18.md
