---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/2"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონფლიქტი – 1989–1992 წლებში და მის შემდგომ პერიოდში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტი ან/და საქართველოს სხვა რეგიონებში ქართველ და ოს მოსახლეობას შორის დაპირისპირება; ბ) ბინადრობის უფლება – თავდაპირველი საცხოვრებლით სარგებლობის ან მასზე საკუთრების უფლება; გ) თავდაპირველი საცხოვრებელი – იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი, სადაც მას ჰქონდა ბინადრობის უფლება დატოვების მომენტში; დ) თავდაპირველი მცხოვრები – პირი, რომელსაც ჰქონდა ბინადრობის უფლება თავდაპირველ საცხოვრებელში; ე) იძულებით გადაადგილებული პირი – კონფლიქტის შედეგად საქართველოს ფარგლებს გარეთ ან საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი; ვ) კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლებით განსაზღვრული პირები; ვ 1 ) მხარდაჭერის მიმღები − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები; ზ) ნათესავი – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი; თ) ოჯახის წევრი – მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, პაპა-ბებია, შვილიშვილი, და-ძმა; ი) რეკონსტრუქცია – უძრავი ქონების სახეცვლილება, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება; კ) საცხოვრებელი – საცხოვრებლად განკუთვნილი უძრავი ქონება; ლ) სხვა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, რომელიც მყარად დგას მიწაზე; მ) ქონებრივი რესტიტუცია – კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება; ნ) შემდგომი მცხოვრები – პირი, რომელიც ამჟამად კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს იძულებით გადაადგილებული პირის თავდაპირველ საცხოვრებელს. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3351 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/3.md
