---
title: "მუხლი 20. კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/20"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/20

კომისიის კომიტეტი უფლებამოსილია: ა) მიიღოს და განიხილოს უფლებამოსილი პირის განცხადება ქონებრივი რესტიტუციის თაობაზე; ბ) საქმის სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად შესწავლისათვის მოიძიოს საქმესთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; გ) განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მოიძიოს განმცხადებლისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები; დ) საკუთარი ინიციატივით ან ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან ან სახელმწიფო ორგანოსაგან კომისიის კომიტეტის მიერ განსახილველად მიღებულ განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ე) ერთ-ერთი მხარის ინიციატივით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩააბას მესამე პირი. ამ გადაწყვეტილებას იგი იღებს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით; ვ) მიიღოს და დაამუშაოს მოქალაქეთა განცხადებები; ზ) განაზოგადოს და გაანალიზოს შეგროვებული ინფორმაცია და მასალები; თ) მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით; ი) განახორციელოს ამ კანონითა და კომისიის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/21.md
