---
title: "მუხლი 21. პასუხისმგებლობა კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნისათვის — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/21"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. პასუხისმგებლობა კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნისათვის — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/21

1. კომისია ან/და კომისიის კომიტეტი უფლებამოსილია დააჯარიმოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც: ა) დაარღვევს ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) არ შეასრულებს კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ან/და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებას; გ) დადგენილ ვადებში არ წარადგენს კანონიერი გზით მოთხოვნილ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას; დ) წინასწარ გაახმაურებს გამოძიების სავარაუდო შედეგს ან ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ან შეაფერხებს საქმის ობიექტურად და სრულყოფილად შესწავლას; ე) ამ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში ხელს შეუშლის ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოს ან მის თანამდებობის პირს; ვ) არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე, განზრახ შეცდომაში შეიყვანს ან მცდარ ინფორმაციას მიაწოდებს კომისიას ან კომისიის კომიტეტს, ან არ წარმოადგენს თავის ხელთ არსებულ, საქმის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

3. გადაწყვეტილება პირის დაჯარიმების შესახებ მიიღება კომისიის ან/და კომისიის კომიტეტის ღია სხდომაზე. პირს, რომლის საკითხსაც განიხილავენ, უნდა მიეცეს გონივრული ვადა საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის.

4. ჯარიმის სავარაუდო დაკისრებისას პირს უნდა ეცნობოს ჯარიმის დაკისრების საფუძველი. კომისია ან/და კომისიის კომიტეტი ვალდებულია განუმარტოს პირს, თუ რაში ედება მას ბრალი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/22.md
