---
title: "მუხლი 22. კომისიის ანგარიში და რეკომენდაციები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/22"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. კომისიის ანგარიში და რეკომენდაციები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/22

1. კომისია საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

2. კომისიის ანგარიში უნდა მოიცავდეს კომისიის მიერ მოძიებული მასალების აღწერას, ასევე გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს და კომისიისათვის დასახული მიზნების მისაღწევად რეკომენდაციებს საჭირო პოლიტიკური, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ღონისძიებების შესახებ.

3. კომისია ვალდებულია საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალურ ან ზოგად საკითხებზე, თუ: ა) საკითხი შეიცავს საზოგადოებრივ ინტერესს; ბ) საკითხი მოითხოვს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის სასწრაფო რეაგირებას ან მათ ჩარევას; გ) არსებობს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა.

4. საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობისათვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ კომისიამ ეს ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს არსებულ ელექტრონულ ან/და ბეჭდვით მედიაში, ასევე უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

5. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომისია მონიტორინგს უწევს და ხელს უწყობს თავის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/23.md
