---
title: "მუხლი 26. საქმის წარმოების დაწყება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/26"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საქმის წარმოების დაწყება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/26

1. კომისია იწყებს საქმის წარმოებას, თუ არსებობს დაზარალებულის, მისი მემკვიდრის ან წარმომადგენლის განცხადება. განცხადება შეიძლება წარადგინონ ნებისმიერ ენაზე.

2. განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის ერთერთ კომიტეტს. კომიტეტს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოაქვს 3 თვის განმავლობაში.

3. კომიტეტი უფლებამოსილია უარი თქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე, თუ: ა) განცხადება აშკარად უსაფუძვლოა; ბ) მისი განხილვა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას; გ) გასულია განცხადებით მიმართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა; დ) სადავო ქონებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას გასაჩივრებული განცხადების წარმოებაში მიღებაზე, თუ: ა) განცხადება აშკარად უსაფუძვლოა; ბ) კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ არსებობს ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები; გ) კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტი; დ) გასულია გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა; ე) სადავო ქონებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/27.md
