---
title: "მუხლი 28. გადაწყვეტილების გასაჩივრება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/28"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გადაწყვეტილების გასაჩივრება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/28

1. კომისიის გადაწყვეტილებები ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით – კომისიაში. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილებები არსებითად განსახილველად, ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში ან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში.

2. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვე. ამ ვადაში გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდება.

3. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით განცხადება გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს გარემოებების შეტყობიდან 90 დღის განმავლობაში.

4. ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების მიღების დღიდან 3 თვე.

5. გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც წესი, არ შეჩერდება, თუმცა კომისიას უფლება აქვს ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება.

6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას იღებს საქმის განხილვისათვის დადგენილი წესით. ამ დროს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს კომისიის იმ კომიტეტის წევრს, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თავი IV. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის გადახდის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/29.md
