---
title: "მუხლი 31. ქონების ღირებულების გაანგარიშება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/31"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ქონების ღირებულების გაანგარიშება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/31

1. რესტიტუციას დაქვემდებარებული უძრავი ქონება და ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება უნდა შეფასდეს ქონების გადაცემის მომენტისათვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით. იმავე კრიტერიუმებით ფასდება აღნიშნული ქონება ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისას.

2. თუ თავდაპირველ საცხოვრებელსა და სხვა უძრავ ქონებასა და კომისიის გადაწყვეტილებით რესტიტუციას დაქვემდებარებულ ან ადეკვატურ (სანაცვლო) უძრავ ქონებას შორის არსებობს განსხვავება ღირებულებაში, იგი დაიფარება კომისიის ფონდიდან, გარდა ქონების ბუნებრივი ცვეთით გამოწვეული ღირებულებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/32.md
