---
title: "მუხლი 32. ფულადი კომპენსაციის გადახდა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/32"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ფულადი კომპენსაციის გადახდა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/32

1. ფულადი კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს ერთიანად ან ეტაპობრივად, მაგრამ არა უგვიანეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისად ქონების მიმღები მუდმივ საცხოვრებელ ადგილად აირჩევს საქართველოს, მას მიეცემა ერთჯერადი და ყოველთვიური დახმარებები.

3. ერთჯერადი დახმარების ოდენობა შეადგენს ქონების მიმღებისა და მისი ოჯახის წევრთათვის ერთ სულ მოსახლეზე 1 500 ლარს.

4. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 6 თვის განმავლობაში და მის ოდენობას განსაზღვრავს კომისია მინიმალური სამომხმარებლო კალათის მიხედვით. თავი V. კომისიის დაფინანსება. კომისიის წევრთა სოციალური დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/33.md
