---
title: "მუხლი 33. კომისიის დაფინანსება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/33"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კომისიის დაფინანსება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/33

1. კომისიისა და მისი კომიტეტის საქმიანობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღსასრულებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება კომისიის ფონდის საშუალებით.

2. კომისიის ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით.

3. კომისიის ფონდის შევსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, სხვა სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან/და კერძო პირების საქველმოქმედო შემოწირულობები, ასევე სახელმწიფოსა და არაკეთილსინდისიერი მფლობელების მიერ გადაცემული სადავო ქონება.

4. კომისიას აქვს ანგარიში ბანკში, რომელზედაც აღირიცხება კომისიის ფონდის სახსრები.

5. კომისია თავისი ბიუჯეტის პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/34.md
