---
title: "მუხლი 35. კომისიის ფინანსების კონტროლი — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/35"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. კომისიის ფინანსების კონტროლი — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/35

1. კომისია ვალდებულია: ა) შეინახოს საბუღალტრო აღრიცხვის წიგნები და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები; ბ) მოამზადოს ყოველკვარტალური ხარჯთაღრიცხვა, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს ყოველთვიურად გაწეული ხარჯების შესახებ; გ) უზრუნველყოს სრულყოფილი ინფორმაცია კომისიის მართვის ინფორმაციულ სისტემაზე დაფუძნებული საბიუჯეტო კონტროლის თაობაზე; დ) უზრუნველყოს კომისიის მიერ თანხების მართლზომიერი განკარგვა.

2. კომისიის მიერ საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე ყოველწლიურ აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური , ხოლო კომისიის სხვა სახსრების განკარგვაზე – კომისიის მიერ დანიშნული, დადებითი რეპუტაციის მქონე, დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ხარჯთაღრიცხვა და აუდიტორული დასკვნები წარედგინება საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და კომისიის ფონდის სხვა სპონსორებს. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 22.06.2012წ. თავი VI. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/36.md
