---
title: "მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/4"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/4

1. ეს კანონი გამოიყენება: ა) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელსაც კონფლიქტის შედეგად არ შეეძლო ან არ შეუძლია თავის თავდაპირველ საცხოვრებელში დაბრუნება უსაფრთხოების ან ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის არარსებობის გამო; ბ) იმ შემდგომი მცხოვრების მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს თავდაპირველი მცხოვრების კუთვნილ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას; გ) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელმაც სახელმწიფო ორგანოების ანდა საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით მიიღო სანაცვლო საცხოვრებელი ან/და ფულადი კომპენსაცია, თუ თავდაპირველი საცხოვრებლის ღირებულება აღემატება მიღებულ სანაცვლო საცხოვრებელს ან/და ფულად კომპენსაციას.

2. ამ კანონით აღიარებულია იძულებით გადაადგილებული პირის უფლება, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიაში განსახილველად წარადგინოს 1983 წლის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ამ პირის ბინადრობის უფლების დაკარგვა საცხოვრებელზე, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/5.md
