---
title: "მუხლი 5. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის უფლება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/5"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის უფლება — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/5

1. ამ კანონით აღიარებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და სხვა პირის უფლება, დაბრუნდეს თავის თავდაპირველ საცხოვრებელში.

2. ეს კანონი ადგენს კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტიებს, რაც გულისხმობს დაზარალებულის უფლებას, მიიღოს უძრავი ქონება, ან თუ მისი საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების დაბრუნება შეუძლებელია, მიიღოს იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებელი, ხოლო თუ იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის გადაცემა შეუძლებელია, მიიღოს ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.

3. ამ კანონით აღიარებულია შემდგომი კეთილსინდისიერი მცხოვრების უფლება, ფლობდეს ადეკვატურ (სანაცვლო), უსაფრთხო და ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და სხვა უძრავ ქონებას. თავი II. რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/6.md
