---
title: "მუხლი 8. კომისიის საქმიანობის საჯაროობა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/8"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. კომისიის საქმიანობის საჯაროობა — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/8

1. კომისიისა და მისი კომიტეტის სხდომები საჯაროა. კომისიის (კომიტეტის) სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომა დახურულად გამოაცხადოს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თუ ამას მოითხოვს ერთ-ერთი მხარე მაინც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. კომისიისა და მისი კომიტეტის მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გასაიდუმლოებას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.

3. კომისიის წევრი ან კომისიის ბიუროს თანამშრომელი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თანამდებობიდან გამომდინარე ან საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასევე ხელი შეუწყოს ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

4. პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის, კომისიის ან კომისიის კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემდეგ ან სხვაგვარად. კომისიის წარმომადგენელი ვალდებულია პირი გააფრთხილოს ამის შესახებ.

5. კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში შესაბამისად კომისია ან კომისიის კომიტეტი ვალდებულია აანაზღაუროს მისგან გამოწვეული მორალური ან/და მატერიალური ზიანი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/9.md
