---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/1"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "1"
identifier: "4289"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/2.md
