---
title: "მუხლი 14. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/14"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "14"
identifier: "4289"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსება — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/14

1. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ან თანადაფინანსებით პირის მოთავსების, აგრეთვე სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში არასრულწლოვნის მოთავსების შესახებ გ ადაწყვეტილებას იღებს კომპეტენტური ორგანო.

2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4. დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს: ა) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი; ბ) სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის ოჯახის წევრი ან ამ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი; გ) მუნიციპალიტეტის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა; დ) სასამართლო; ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

5. ნაპოვნი ბავშვის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

6. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების, აგრეთვე ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი, პირობები და კომპეტენტური ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/15.md
