---
title: "მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/16"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "16"
identifier: "4289"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/16

1. სამინისტრო: ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას; ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს; გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) შეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს; ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური პროგრამების განხორციელებისას მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები, სამინისტრო ან/და სააგენტო, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ ბენეფიციარების შესახებ თავიანთ ხელთ არსებული მონაცემების ურთიერთხელმისაწვდომობას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/17.md
