---
title: "მუხლი 19. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური დახმარების სფეროში კომპეტენტური ორგანოები — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/19"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "19"
identifier: "4289"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე სოციალური დახმარების სფეროში კომპეტენტური ორგანოები — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/19

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები სოციალური დახმარების სფეროში ახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს: ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანოების მიერ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრები ოჯახებისათვის გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს და მის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას; ბ) უსახლკარო პირთა რეესტრის წარმოებასა და შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების გადაცემა დასაშვებია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/20.md
