---
title: "მუხლი 21. ბენეფიციართა მოვალეობანი — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/21"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "21"
identifier: "4289"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ბენეფიციართა მოვალეობანი — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/21

1. ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მაძიებელი პირი (ოჯახი) და ბენეფიციარი ვალდებული არიან დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.

2. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ბიოლოგიური ოჯახის მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსა და ბიოლოგიურ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზედაც ეს ოჯახი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა.

3. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ბიოლოგიური ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში კარგავს ამ კანონით განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება ბავშვის ინტერესების უპირატესი დაცვით. თავი V. სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/22.md
