---
title: "მუხლი 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები — სოციალური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/24"
law: "სოციალური დახმარების შესახებ"
article: "24"
identifier: "4289"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები — სოციალური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური დახმარების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/24

1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები; გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები; დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა; ე) შემოწირულებები; ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VII. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23098-sotsialuri-dakhmarebis-shesakheb/25.md
