---
title: "მუხლი 10. თითოეულ ერთეულზე დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/10"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. თითოეულ ერთეულზე დაჩქარებული სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/10

1. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831)
;

1¹. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831)
;

1². (ამოღებულია - 24.12.2013, №1831)
;

1³. (ამოღებულია - 24.12.2013, №1831)
;

2. (ამოღებულია).

3. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:
ა) ერთ ერთეულ იარაღზე – 70 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,04 ლარი;
გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,06 ლარი;
დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 1 ლარი.

3¹. სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურებია:
ა) ერთ ერთეულ სასიგნალო იარაღზე – 70 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,04 ლარი.

4. საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან მის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.

4¹. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი.

4². უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე არის 40 ლარი.

4³. საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი.

4⁴. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი.

4⁵. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცე
მისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.

4⁶. საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.

4⁷. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 4 სამუშაო დღის განმავლობაში ნებართვის გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე 40 ლარია.

5. და
ხურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი.

6. (
ამოღებულია - 30.07.2014, №2590
).

6¹. იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის შესახებ განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

7. განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო საათში სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

8. (ამოღებულია - 30.07.2014, №2590)
.

9. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების დღეს გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.

9¹. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი.

10. სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შედეგად შექმნილი დოკუმენტის/პროდუქტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლების გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის საფასურის განაკვეთია 10 ლარი.

11. გირავნობის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი.

12. ლიზინგის რეგისტრაციის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის ვადაში განხორციელებისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 100 ლარი.

13. განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 30 ლარი.

14. ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის 1 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
შენიშვნა:
ამ კანონში მითითებულ სამუშაო დღეებში არ ჩაითვლება შაბათი და კვირა, აგრეთვე საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1270 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/11.md
