---
title: "მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/11"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. დაჩქარებული საინფორმაციო მომსახურების საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/11

1. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

1¹. პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

1². უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

2. სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

3. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 15 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 40 ლარი;
გ) 3 სამუშაო საათის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 80 ლარი.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

6. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

7. ამ კანონის მე-6 მუხლის „ო
3
“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი.

8. მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის აღნიშნული ცნობის გაცემის თაობაზე განაცხადის შეტანიდან:
ა) 3 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 20 ლარი;
ბ) 1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/11-1.md
