---
title: "მუხლი 13¹. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის  — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/13-1"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "13^1"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის  — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 13¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/13-1

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან ან კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული სახით ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა ან მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება ამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

2. სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არ რეგისტრირდება/არ აღირიცხება, ხოლო რეგისტრირებულ/აღრიცხულ უფლებრივ შეზღუდვას იურიდიული ძალა არ აქვს და იგი არ აფერხებს სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციასა და აღრიცხვიდან მოხსნას, თუ:
ა) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ სუბიექტზე;
ბ) უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციის/აღრიცხვის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება არ არის რეგისტრირებული სააგენტოში;
გ) უფლებრივი შეზღუდვის სუბიექტის ან ობიექტის იდენტიფიცირება სრულყოფილად ვერ ხდება;
დ) დოკუმენტი, რომელიც უფლებრივი შეზღუდვის ან მასში ცვლილების რეგისტრაციას/აღრიცხვას საფუძვლად დაედო, სააგენტოში დაცული არ არის;
ე) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება არაუფლებამოსილი პირის ან ორგანოს აქტის საფუძველზეა რეგისტრირებული/აღრიცხული;
ვ) უფლებრივი შეზღუდვა ან მასში ცვლილება მას შემდეგ იქნა რეგისტრირებული/აღრიცხული, რაც სატრანსპორტო საშუალება ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება სხვა პირის საკუთრებად იყო აღრიცხული.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/14.md
