---
title: "მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/13"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/13

1. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება, თუ:
ა) მან მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი საფასურის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) მან გადაიხადა საფასური, მაგრამ იგი ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირია;
დ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისათვის და დაჩქარების გარეშე მომსახურებისათვის დადგენილ საფასურებს შორის;
ე) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;
ვ) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე.

2. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მისი დაბრუნების მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/13-1.md
