---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/3"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – ამ კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და ხელმძღვანელს ნიშნავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი;
გ) მომსახურება − სააგენტოს მიერ ამ კანონის 4
3
, მე-6, მე-7 და მე-9−11
2
მუხლებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის მოთხოვნა, უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) წარდგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ავალდებულებს. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
დ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების გაწევა ამ კანონის მე-6 მუხლის „ძ“ ან „ძ
1
“ ქვეპუნქტით ანდა მე-10 ან მე-11 მუხლით განსაზღვრულ ვადაში;
დ
1
) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორია – სააგენტოს საკუთრებაში არსებული ან სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რომლებშიც განთავსებულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ან/და მათი დანაყოფები;
ე) იარაღი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული:
ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
ე.დ) მოკლე (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ე) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ვ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი;
ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი);
ე
.ზ
1
) სასიგნალო იარაღი;
ე.ზ
2
) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;
ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2
პუნქტის „თ“–„პ
1
“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი;
ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ
1
“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღი, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს;
ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ
1
“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;
ე.კ
1
) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ
2
“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი;
ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;
ე.ლ​
1
) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი;
ე.მ)
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი;
ე
1
) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს:
ე
1
.ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე
1
.ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით;
ე
1
.გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე
1
.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით;
ე
1
.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე
1
.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;
ე
1
.ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;
ე
1
.თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ე
2
) იარაღის ჩამოწერა – საკუთრებაზე (მფლობელობაზე) უარის თქმის შემთხვევაში იარაღის მესაკუთრე (მფლობელი) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსათვის იარაღის უსასყიდლოდ ჩაბარება;
ე
3
) იარაღის ძირითადი ელემენტები – ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი;
ე
4
) იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტი – იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღისაგან განცალკევებულად რეგისტრირდება და რეგისტრირებული იარაღის დამატებითი ან სათადარიგო ნაწილია;
ვ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ვ.ა) სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;
ვ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული/რეგისტრირებული ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;
ვ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;
ვ
1
) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ტარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე;
ვ
2
) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ტარდება;
ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირთან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების უფლებას;
თ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება – სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, სააგენტოს ვალდებულება, დაინტერესებული პირის განცხადება დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატის ან დაგირავებული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე არ დააკმაყოფილოს 7 სამუშაო დღის განმავლობაში და აღნიშნული გარემოება დადგენილი წესით აცნობოს მოგირავნეს;
ი) დათვალიერების აქტი – სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც თანმხლები დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეკვიზიტების ვიზუალური შედარების შედეგად აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემები;
კ) შიდა ტრანზიტი – სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) და გამოყენების წესი (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევისა) დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
კ
1
)
(ამოღებულია - 21.07.2022, №1658)
;
ლ) სატრანსპორტო საშუალება − საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული:
ლ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ლ.ბ) მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისთვის;
ლ.გ) სპორტული დანიშნულების ავტომობილი;
ლ.დ) ინდივიდუალური (თვითნაკეთი) წესით დამზადებული ან გადაკეთებული ამ ქვეპუნქტის „ლ.ა“, „ლ.ბ“ ან „ლ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება;
ლ
1
) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა − სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის გაუქმება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ლ
1
.ა) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების სახელმწიფო საზღვრის გარეთ გატანა;
ლ
1
.ბ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების ჩამოწერა;
ლ
1
.გ) სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დროებითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა;
მ) სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
მ
1
) სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება;
ნ) (ამოღებულია);
ო) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა:
ო.ა) უფლებამოსილი პირის მიერ გამოკვლევის შედეგად დადგენილი, დაზუსტებული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) დადამღვა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც დაზიანებული აქვს ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და რომელიც ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სავალდებულო რეგისტრაციას. საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
ო.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;
პ) (
ამოღებულია – 08.11.2011, №5201
).
ჟ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად აისახება:
ჟ.ა) სააგენტოს მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით იარაღის რეგისტრაციის შედეგად მოპოვებული, დამუშავებული და შენახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იარაღის ან/და მისი მესაკუთრის/მოსარგებლის შესახებ;
ჟ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო- ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია იარაღზე არსებული უფლებრივი შეზღუდვის ან/და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ;
ჟ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები;
ჟ
1
) უფლებრივი შეზღუდვა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისაგან, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის უფლების შეზღუდვის ან სხვა აკრძალვის შესახებ;
რ) სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, მის ნომრიან აგრეგატსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
ს) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიში – ქარხანა-დამამზადებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან/და განადგურების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი (გამოვლენილი), საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი, დასაკრავი ფირნიში. საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის ფორმა და გაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
ტ) უფლების გადაცემის ბარათი (უფლების ბარათი) − დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
ტ.ა) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების სხვა პირისათვის გადაცემას;
ტ.ბ) ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე, სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ან იარაღზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების შეძენას;
ტ.გ) ადასტურებს ამ კანონის მე-6 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარიგებასთან დაკავშირებით ან/და სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სხვა პირისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას;
ტ.გ
1
) ადასტურებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან შემძენის მიერ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის ან შეძენის უფლების მესამე პირისთვის (შუამავლისთვის) გადაცემას;
ტ.დ) წარმოშობს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველს ან/და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას, თუ ამ საფუძვლის ან/და ვალდებულების უფლების გადაცემის ბარათით (უფლების ბარათით) წარმოშობა გათვალისწინებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით;
უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;
ფ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა – სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/ აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 112-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის 1
1
და მე-2 ნაწილებით, 126
1
და  137-ე−141-ე მუხლებით, 142
1
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142
2
−143
2
მუხლებით, 143
3
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მიმართ), 144-ე–144
3
, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე, 166-ე და 171-ე−172
1
მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222
1
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227
1
მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227
2
მუხლით, 227
3
მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–238
1
, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255
1
, 255
2
, 256-ე, 257-ე, 259
2
და 259
5
მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322
1
მუხლის მე-2 ნაწილით, 322
2
მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331
2
მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344
1
მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353
1
მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378
1
, 379-ე, 381
1
, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შესახებ, იმის მითითებით, ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასულია თუ არა 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
ფ
1
) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა − სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე აისახება ინფორმაცია
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
ან/და
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე უფლების ჩამორთმევის შესახებ;
[
ფ
2
) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელის საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნას, აგრეთვე იმას, რომ არ მიმდინარეობს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული არ არის უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება;
ფ
3
) უცხოელი − „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ქ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ღ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 580
8
მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4685 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №751 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5766 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3880 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №113 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1270 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1810 - ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/4.md
