---
title: "მუხლი 5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/5"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/5

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სააგენტოს მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული საფასური, ხოლო სანებართვო ან/და სარეგისტრაციო მომსახურების განხორციელებისათვის – „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი.

2. დაჩქარებული მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადასახდელთან ერთად დამატებით იხდის დაჩქარებული მომსახურებისათვის დადგენილ შესაბამის საფასურს.

3. (
ამოღებულია – 08.11.2011, №5201)
.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/4-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/6.md
