---
title: "მუხლი 9. საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/9"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 23230"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/9

საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენიდან მე-8 სამუშაო დღეს ნებართვის გაცემისთვის დაწესებულია მომსახურების შემდეგი საფასურები:
ა) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (გლუვლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;
ბ) ერთ ერთეულ ვაზნაზე (სასიგნალო იარაღის ვაზნაზე) – 0,01 ლარი;
გ) ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ხრახნილლულიანი იარაღის ვაზნაზე) – 0,03 ლარი;
დ) ერთ კილოგრამ საბრძოლო მასალაზე (დენთზე) – 0,9 ლარი.
შენიშვნა:

1. ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადაიხდება არანაკლებ 300 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ 50 ვაზნის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხდება არანაკლებ ერთი კილოგრამი საბრძოლო მასალის (დენთის) გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის შემთხვევაში.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5942 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.49
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23230-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-shinagan-sakmeta-saminist/10.md
