---
title: "მუხლი 5. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5"
law: "ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 2330471"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2021-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი — ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2021-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5

1. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაში (დამხმარე ზონაში) შემავალი დასახლებების მცხოვრებლების პირადი მოხმარებისთვის, აგრეთვე დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მრგვალი მორის გაცემა.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1199 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6.md
