---
title: "მუხლი 6. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6"
law: "ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 2330471"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2021-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები — ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2021-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/6

ეს კანონი არ ვრცელდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);
ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/7.md
