---
title: "მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/3"
law: "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 2330479"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ამ კანონის დანართებით განსაზღვრული ნივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია;
ბ) ფსიქოაქტიური ზეგავლენა – აღქმის, გუნება-განწყობის, ცნობიერების, შემეცნებისა და ქცევის შეცვლის თანამდევი ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა;
გ) ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზურად დამზადებული ქიმიური ნაერთი;
დ) მინარევი – ნარევი ან ხსნარი, რომელიც ერთ ან ერთზე მეტ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს;
ე) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/4.md
